იურიდიული კომპანია ნექსუსი წარმოადგენს კვალიფიციურ ადვოკატთა გაერთიანებას, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურების გაწევითა და პრობლემისადმი კრეატიული მიდგომით თითოეული კლიენტის სამართლებრივი პოზიციის სწრაფად და არსებითად გაუმჯობესება.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საკორპორაციო სამართალი, საგადასახადო სამართალი, საფინანსო სამართალი, შრომის სამართალი, სამშენებლო სამართალი და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.

აღნიშნულ სფეროებში წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შესაძლებლობა გვაქვს შემოგთავაზოთ მაღალკვალიფიციური, კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული (პერსონალიზებული) და შედეგზე ორიენტირებული სერვისი.

ჩვენი გუნდის წევრები, ქართულის გარდა, საუბრობენ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

გირჩევთ, თვალყური ადევნოთ კომპანია ნექსუსის ბლოგსა და ფეისბუქ გვერდს, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ჩვენ მიერ სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული ორიგინალური სტატიები და რეკომენდაციები, რომლებიც, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი მკითხველისათვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, კონსულტაციისა თუ სხვა სახის იურიდიული მომსახურების მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს საკონტაქტო გვერდს და დაგვიკავშირდეთ დღესვე!